GCSD პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის აპარატს შეხვდა

GCSD პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის აპარატს შეხვდა

10 ივლისს, პროექტ ”სამოქალაქო მონიტორინგი უსაფრთხოებისათვის” ფარგლებში, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) წარმომადგენლები  პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გასულ თვეებში კომიტეტის საქმიანობა და შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტ ”სამოქალაქო მონიტორინგი უსაფრთხოებისთვის”-ს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობას და გაზარდოს სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.