გურამ თუშიშვილის შეხვედრა დუისში

გურამ თუშიშვილის შეხვედრა დუისში

დღეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისის სპორტულ დარბაზში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში, გურამ თუშიშვილი სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.
მან საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომისადმი თავდადება, საკუთარი საქმის სიყვარული და მიზანდასახულება წარმატების გარანტიაა.
გურამ თუშიშვილი: “წარმატებისთვის მარტო ნიჭი არ კმარა. ყველაზე მნიშვნელოვანია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, იშრომო მიზნისთვის დაუღალავად და არ დანებდე, როდესაც გზად წარუმატებლობა შეგხვდება”
შეხვედრის ფარგლებში მსოფლიო ჩემპიონმა პანკისის ძიუდოს კლუბის წევრი ახალგაზრდებისთვის მასტერკლასიც ჩაატარა.
შეხვედრა GCSD-ის პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში, PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.