GCSD-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

GCSD-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ GCSD-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს კნუტ ვოლებეკი და სორინ დუკარუ შემოუერთდნენ. ბატონი კნუტ ვოლებეკი არის ნორვეგიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (1997-2000) და ეუთოს ყოფილი უმაღლესი კომისარი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში (2007-2013). ბატონი სორინ დოკარუ 2013 წლიდან 2017 წლამდე ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. მის მთავარ მოვალეობას უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ჩრდილო-ატლანტიკული საბჭოს მხარდაჭერა და გენერალური მდივნისთვის კონსულტაციის გაწევა წარმოადგენდა. მრჩეველთა საბჭოს სრული სია 2019 წლის მაისამდე გამოქვეყნდება.