ტრენინგი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის

ტრენინგი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის

2019 წლის 16–17 მარტს, GCSD ტრენინგს „ერთობლივი ძალისხმევა რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავებისთვის (P/CVE)“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის მართავს. ტრენინგზე რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმს თეორიულად და კონცეპტუალურად მიმოიხილავენ, ასევე ისაუბრებენ განათლებისა და მასწავლებლების როლზე რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავებაში.

შეხვედრა დატვირთულია სხვადასხვა სავარჯიშოებითა და აქტივობებით, ბოლოს – გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია. ტრენინგს GCSD-ის დირექტორი, გიორგი გოგუაძე უძღვება. მონაწილე მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს წარმოადგენენ.

ტრენინგი პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

შეხვედრის ფოტომასალა შეგიძლიათ, იხილოთ აქ.