ლადო აფხაზავას შეხვედრა ახალგაზრდებთან

ლადო აფხაზავას შეხვედრა ახალგაზრდებთან

2019 წლის 18 მარტს, ოზურგეთში, ლადო აფხაზავა გურიის მუნიციპალიტეტის სოფლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და ახალგაზრდების ცხოვრებაში სამოქალაქო აქტივიზმის როლზე, ბულინგსა და მის ფორმებზე, დემოკრატიული მმართველობის უპირატესობებზე ისაუბრა. შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა როლური და სიმულაციური თამაშებით.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. ის 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა, ხოლო წელს, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათ ფინალსტს შორისაა.

შეხვედრა GCSD-ის პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში, PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.