ტრენინგი სტრატეგიულ კომუნიკაციებში საჯარო მოხელეთათვის

ტრენინგი სტრატეგიულ კომუნიკაციებში საჯარო მოხელეთათვის

GCSD-იმ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში 2019წ. 2-3 აპრილს გამართა საჯარო მოხელეთა რიგით მეექვსე ტრენინგი სტრატეგიულ კომუნიკაციებში.  ტრენინგი მოწვეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა  გარი ბაკმა და ტომ მაკშეინმა ჩაატარეს. მოდულის ძირითადი თემა იყო სტრატეგიული კომუნიკაციების შედეგების გაზომვა და შეფასება. ტრენინგში მონაწილეობა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და სპეციალისტებმა მიიღეს.

ღონისძიება მოიცავდა, როგორც თეორიული მასალის მიმოხილვას, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც დამსწრეებს საშუალება მიეცათ ექსპერტებთან ერთად ემუშავათ რეალურ მაგალითებზე და მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება.

პროგრამა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

ასევე 2019 წ. 4 აპრილს, GCSD-იმ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში გამართა ტრენერთა ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 10 წინასწარ შერჩეული საჯარო მოხელე.

ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები მომავალი 2 თვის მანძილზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საქართველოს 7 რეგიონში ჩაატარებენ ტრენინგებს კომუნიკაციების საკითხებზე.

პროგრამა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

2–3 აპრილის ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ

4 აპრილის ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ