მართლწესრიგის ოფიცრების შეხვედრა თსუ–ში

მართლწესრიგის ოფიცრების შეხვედრა თსუ–ში

მართლწესრიგის ოფიცრები, #GCSD-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა პროექტის – „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში, რომელსაც GCSD ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

მართლწესრიგის ოფიცრებმა ახალგაზრდებს საკუთარი ფუნქციები და მოვალეობები გააცნეს. გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელ პირობებსა და პროცედურებს.

პროექტის მიზანია მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები მსგავს შეხვედრებს ეტაპობრივად სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც გამართავენ.

შეხვედრის სხვა ფოტოები იხილეთ აქ.