ახალგაზრდული ბანაკი აჭარაში

ახალგაზრდული ბანაკი აჭარაში

19 აპრილს დაიწყო ლიდერთა ბანაკი რომელშიც მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები მაღალმთიანი აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან.

ბანაკის თემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა სამოქალაქო ჩართულობა, ყალბ ამბებთან გამკლავება, კონფლიქტებთან და სხვადასხვა სოციალურ რისკებთან გამკლავების გზები. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები ასევე ეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს რომელიც მათ სხვადასხვა სფეროში წარმატების მისაღწევად დაეხმარებათ.

ბანაკი 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და ის ხორციელდება პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოცემული რეგიონების საზოგადოებათა მედეგობის (resilience) გაზრდას, სოციალურ დიალოგს, კრიტიკული აზროვნებასა და ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას.

ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ