მართლწესრიგის ოფიცრები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

მართლწესრიგის ოფიცრები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

მართლწესრიგის ოფიცრები, #GCSD-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა პროექტის – „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც GCSD ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

მართლწესრიგის ოფიცრებმა ახალგაზრდებს საკუთარი ფუნქციები და მოვალეობები გააცნეს. გარდა ამისა, სტუდენტებს დეტალურად გააცნეს მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელ პირობები და პროცედურები.

პროექტის მიზანია საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები მსგავს შეხვედრებს ეტაპობრივად სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც გამართავენ.

შეხვედრის სხვა ფოტოები იხილეთ აქ.