ლევან დოლიძის საჯარო ლექცია „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე“

ლევან დოლიძის საჯარო ლექცია „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე“

#GCSD-ის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან დოლიძემ, თემაზე: „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე“ საჯარო ლექცია წაიკითხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მან სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს ევროკავშირის პროექტები, უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსთან თანამშრომლობის მიმართულებები, არსებული გამოწვევები და  უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. ლექციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა და ლევან დოლიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

საჯარო ლექციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.