ჩვენი გუნდი

თამარ ნადიბაიძე

თამარ ნადიბაიძე

პროექტის ოფიცერი

თამარ ნადიბაიძე ჩვენს გუნდს 2017 წლის ოქტომბერში შემოუერთდა. მას განათლება საქართველოს უნივერსიტეტში აქვს მიღებული პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით და არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამის ,,Global UGRAD”-ის კურსდამთავრებული. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მან როანოკის კოლეჯში, ვირჯინიაში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ისწავლა. თამარის გამოცდილება მოიცავს აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოში სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებით მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ (IDFI) ღია მმართველობის პროგრამაზე. მოგვიანებით კი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, სადაც პარლამენტის ,,ღია მმართველობის პარტნირობაში“ ჩართულობას უჭერდა მხარს და კურირებდა.