ჩვენი გუნდი

მარიამ თოხაძე

მარიამ თოხაძე

GCSD-ის დირექტორის მოადგილე, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის დირექტორი

მარიამ თოხაძე 2021 წლიდან საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილეა. მარიამი GCSD-ის გუნდს 2019 წლის იანვარში, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის (TRC) დირექტორის პოზიციაზე შემოუერთდა, რომელსაც დღესაც იკავებს. მარიამს აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მიმართულებით, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა (LSE) უნივერსიტეტიდან. ასევე, მან მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან (UCL), 2017 წელს. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს. სხვადასხვა დროს, იგი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში. ხსენებულ უწყებებში იგი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული და ეროვნული დონის დოკუმენტების შემუშავებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.