ჩვენი გუნდი

მელანო სირბილაძე

მელანო სირბილაძე

ეკონომიკური პროექტების კოორდინატორი

მელანო სირბილაძე ჩვენს გუნდს 2020 წლის ოქტომბრიდან შემოუერთდა. DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში, მელანომ დაამთავრა მაგისტრატურა საერთაშორისო და განვითარებადი ეკონომიკის მიმართულებით HTW Berlin-ში. მაგისტრატურის ხარისხის მიღებამდე, მელანოს მიენიჭა UNEP/UNESCO/BMU-ს სტიპენდია, რომლის ფარგლებში მან გაიარა 6 თვიანი კურსი გარემოს მართვაში, დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მელანო ასევე ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. პრაქტიკული გამოცდილების მხრივ, მელანო თითქმის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეკონომიკური განვითარების განყოფილებაში. იგი ძირითადად ჩართული იყო სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში (ქალაქის განვითარების სტრატეგია, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა) და, ასევე საგრანტო პროექტების მომზადებაში.