ჩვენი გუნდი

ლევან დოლიძე

ლევან დოლიძე

გამგეობის თავმჯდომარე

ამჟამად არის საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. მანამდე ის იკავებდა GCSD-ის დირექტორის პოზიციას. 2013 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრამდე, ნატო-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მსახურობდა, უფრო ადრე კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, სადაც ზედამხედველობას უწევდა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს; თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას; საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ლევან დოლიძე „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“-ს ყოფილი დირექტორია. მისი პროფესიული კარიერა აგრეთვე უკავშირდება დემოკრატიისა და განვითარების სფეროში სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. 2002 წლიდან 2006 წლამდე, მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; 2006-2008 წლებში, ასრულებდა შვეიცარიაში საქართველოს კონსულის ფუნქციებს. ლევან დოლიძემ 2002 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სპეციალიზაცია – საერთაშორისო სამართალი; მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია); ხოლო 2009 წელს, გაიარა ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრისა და ჟენევის უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა (მიენიჭა საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების მაგისტრის წოდება).