პროექტები

აირჩიე გონივრულად

                                   

პროექტი: აირჩიე გონივრულად
განმახორციელებელი ორგანიზაცია: GCSD
ხანგრძლივობა: 11 თვე
სამიზნე რეგიონები: აჭარა, კახეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი; 

პროექტის საერთო მიზანი იყო აჭარის, კახეთის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში საქართველოს მოსახლეობის კენჭისყრის პროცესში საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ასპექტების პრიორიტეტულობის მხარდაჭერა.

ადგილობრივი მოსახლეობის და რეგიონში გავლენის მქონე აქტორების ცნობიერების ასამაღლებლად და მასტიმულრებლად
GCSD-მ ჩაატარა ორდღიანი ტრენინგები ადგილობრივი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ბათუმში, ქედაში, ქუთაისში, ახალციხეში, თელავში და მარნეულში. გარდა ტრენინგებისა გაიმართა სემინარი / დისკუსია სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, თბილისში, ახალციხეში, ქუთაისში, თელავში და ბათუმში (მონაწილეები 200-300 სტუდენტს განსხვავდებოდა).

პროექტი აქტიურად იყო გაშუქებული ადგილობრივი ტელევიზიის და მედიის წყაროების მიერ, GCSD წარმომადგენლები მონაწილეობდნენ რეგიონალური სატელევიზიო გადაცემებშიც.

გარდა ამისა, თითოეული რეგიონიდან  შეარჩა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები (5 მედია და 5 არასამთავრობო ორგანიზაცია), რომლებმაც თბილისში ოთხდღიანი  სასწავლო ვიზიტში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტი შეეხებოდა სახელმწიფო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პროექტის დასასრულს გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია და მოეწყო Flash mob, სახელწოდებით „Share the vibe - საქართველო არის ევროპა.“