სიახლე

ახალი პროექტი - PCVE in Georgia – capacity building for CSOs and civil servants

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ  GCSD იწყებს ახალ პროექტს - „PCVE in Georgia – capacity building for CSOs and civil servants. პროექტი ხორციელდება ჰედაიას ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული STRIVE Global Program-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია რეგიონში ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის შემცირება. ამ მიზნით, იგეგმება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების /პირების და საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

პროექტი დაყოფილია ორ ფაზად. პირველ ეტაპზე, GCSD მოამზადებს და ქართულ კონტექსტს მოარგებს ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის ტრენინგ კურს, რომელიც შედგენილი იქნა ‘Search for Common Ground-ისა და ჰედაიას თანამშრომლობის შედეგად. ხოლო შემდეგ ეტპაზე აღნიშნული პირებისათვის ჩატარდება მრავლისმომცველი ტრენინგები დარგის საუკეთესო სპეციალისტების მიერ. უნდა აღინიშნორს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, კურსისთვის მომზადებული მასალა გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე.