სიახლე

ძალადობრიბი ექსტრემიზმის შესახებ სახელმძღვანელოს თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო საზოგადოების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე, განხილულ იქნა „ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება: კონცეფციების, პროგრამების შექმნისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ გაცნობითი ხასიათის სახელმძღვანელო“.

შეხვედრის მიზანს აღნიშნული სახელმძღვანელოს შესახებ მონაწილეთა უკუკავშირის მიღება წარმოადგენდა. შეხვედრის პირველი ნაწილი სახელმძღვანელოს მოკლე მიმოხილვას დაეთმო. მეორე ნაწილში გაიმართა დისკუსია სახელმძღვანელოს გარშემო სადაც, მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გამოთქვეს.

„ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება: კონცეფციების, პროგრამების შექმნისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ გაცნობითი ხასიათის სახელმძღვანელო“ შეიქმნა ჰედაიას ცენტრის, Search for Common Ground - ისა და ევროკავშირის თანამშრომლობით, რომელიც GCSD-ის რესურსით ითარგმნა და შესაბამისი ექსპერტის დახმარებით ქართული რეალობისთვის ადაპტირდა.

დღევანდელ შეხვედრაზე გაზიარებულ მოსაზრებებზე დაყრდნობით სახელმძღვანელოში აისახება საბოლოო ცვლილებები. დასრულებული სახელმძღვანელოს მიხედვით GCSD ჩაატარებს ტრენინგთა ციკლს, რომელშიც მონაწილეობს მიიღებენ: სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო უწყებების, უნივერსიტეტების, მედიის, წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგები და სასულიერო პირები.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში, რომელსაც GCSD ჰედაიას ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.