სიახლე

ძალადობრივ ექსტრემიზმიზმთან ბრძოლის შესახებ მესამე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ, სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მასში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შემავალი თემატური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტრენინგის პირველი დღე, ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების პროცესში ნარატივების და კონტრნარატივების როლის შესწავლას დაეთმო. მეორე დღეს, ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმის შემუშავების სპეციფიკების შესახებ. ტრენინგის მესამე დღე კი, ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცის პროცესში ახალგაზრდების და ქალთა როლზე საუბარს დაეთმო. ტრენინგის განმავლობაში, მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები, მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, თემის ირგვლივ, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ შესაბამისი უკუკავშირი. ტრენინგი, კონტრტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტმა, უილიამ ფარელმა ჩაატარა.

ტრენინგი პროექტის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი, GCSD - ის მიერ, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.