სიახლე

პუბლიკაცია - "საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სამსახური"

GCSD აგრძელებს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერას. ამ მიზნით, ითარგმნა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოცემული პუბლიკაცია "საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სამსახური", რომელშიც მოცემულია შესაბამისი საპოლიციო მოდელის შესახებ ზოგადი ინფორმაცია და მისი ფუნქციონირების ამერიკული გამოცდილება.

შეგახსენებთ, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი 2019 წლიდან საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდის პროგრამას. პროექტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტისათვის საკომუნიკაციო სტრატეგია, ჩატარდა ორი სიღრმისეული კვლევა, ასევე მოეწყო გაცნობითი შეხვედრების სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ოფიცრების შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ჩატარდა Brainstorm სემინარები და ტრენინგები. 

COVID-19 ვირუსიდან გამოწვეული ვითარების ფონზე, პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამჟამად, პროექტის გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან ერთად მუშაობს პოლიციისათვის საბაზისო კურსების გაელექტრონულებაზე.