სიახლე

ტრენინგი გურიაში რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ

2019  წლის 27 იანვარს გურიის რეგიონის თემის ლიდერებისთვის, სკოლის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის GCSD-მ ტრენინგი ჩაატარა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ.

ტრენინგზე საკითხი როგორც თეორიული, ასევე რეალური მაგალითების განხილვისა და დისკუსიის ფორმატში მიმოიხილეს. მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს, თუ რა შეიძლება იყოს გზა ახალგაზრდების მეტი ჩართულობისა და ეფექტიანი ალტერნატიული ნარატივების მიწოდების კუთხით. განიხილეს საქართველოში არსებული ყველა ფორმის რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ნიშნები, გამოწვევები და  პრევენციის  შესაძლო გზები.

ღონისძიება პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში, PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ფოტომასალა იხილეთ აქ