სიახლე

ტრენინგზე "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცია" II და III ნაკადის მიღება დაიწყო

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD), ჰედაიას ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს - “ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება“.

პროექტის ფარგლებში, GCSD იწვევს საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიის წარმომადგენლებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ძალადობრივ ექტრემიზმთან გამკლავების სხვადასხვა მიდგომებს, პროგრამებსა და საუკეთესო პრაქტიკებს. ტრენინგებისათვის სპეციალურად ითარგმნა და შესაბამისი ექსპერტის დახმარებით ქართული რეალობისთვის ადაპტირდა ჰედაიას ცენტრის, Search for Common Ground - ისა და ევროკავშირის თანამშრომლობით შექმნილი სახელმძღვანელო - “ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება - კონცეფციების, პროგრამების შექმნისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ გაცნობითი ხასიათის სახელმძღვანელო“.

ტრენინგები შედგება 5 სესიისაგან (5 შეხვედრა) და  ჩატარდება სამ ნაკადად. პირველი ნაკადისთვის ტრენინგები უკვე მიმდინარეობს.

  • ნაკადი II - 15 თებერვლიდან -26 თებერვლის პერიოდში;
  • ნაკადი III - 8 მარტიდან -  19 მარტის პერიოდში.

ტრენინგებში მონაწილე თითოეული ჯგუფი შედგება 20-25 ადამიანისგან. ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

ტრენინზე დასწრება უფასოა და  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • საჯარო მოხელეებს ;
  • შესაბამისი მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს;
  • ინდივიდებს, რომელიც სხვადასხვა ფორმითა და გზით მუშაობენ თემატურ მიმართულებებზე;
  • საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს (როგორც სასწავლო პერსონალი, ისე სტუდენტები);
  • სხვადასხვა მედიის (ბეჭდური, ციფრული, სატელევიზიო) წარმომადგენლებს;
  • სკოლის პედაგოგებს;
  • სასულიერო პირებს;

მონაწილეობის მსურველებმა, 2021 წლის 9 თებერვლის  ჩათვლით, შემდეგ ელ. ფოსტაზე vacancy@gcsd.org.ge უნდა გამოაგზავნონ:

  • რეზიუმე, არაუმეტეს 2 გვერდისა;
  • მოკლე სამოტივაციო წერილი;

სათაურის ველში მიუთითეთ: PCVE Training

საკონტაქტო პირი: ანი შველიძე (+995 593 699 622)

GCSD არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. ამ მიზნით, ცენტრი არაერთ პროექტს ახორციელებს ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავების მიმართულებით.

ჰედაია მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობრივი ექსტრემიზმის ნებისმიერ ფორმასთან და გამოვლინებასთან ბრძოლას, დიალოგის, კომუნიკაციის, კვლევის და ანალიზის გზით. ორგანიზაცია 2011 წელს დაარსდა, მას მერე რაც გლობალურ კონტრ-ტერორისტულ ფორუმზე (GCTF) ფართო საერთაშორისო საზოგადოების წევრებმა გამოხატეს მზარდი სურვილი, შექმნილიყო ცენტრი, რომელიც დამოუკიდებლად და მრავალმხრივი მიდგომებით იმუშავებდა ძალადობრივ ექტრემიზმთან გამკლავების საკითხებზე. დღესდღეისობით ჰედაიას ცენტრი ლიდერია ამ სფეროში.