ტენდერები

კონკურსი დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.

დავით ჭოჭუა საქართველოში ტერორიზმის და უსაფრთხოების აკადემიური შესწავლის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ. მისმა წვლილმა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში შესაძლებელი გახადა საქართველოში ტერორიზმის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვან საფეხურზე აეყვანა.

სტიპენდიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა მკვლევარებსა და სტუდენტებს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.



ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა

სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს და სტიპენდიანტი კვლევაზე იმუშავებს GCSD-ის ტერორიზმის კვლევის ცენტრში (TRC)


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია

ჩვენ მივესალმებით აპლიკანტებს სოციალური და
პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისგან. ასევე, ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 35 წელს.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი და თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 გვერდი) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@gcsd.org.ge

აპლიკაციები მიიღება 20 მაისამდე. წერილის ველში მიუთითეთ- Chochua Fellowship. განაცხადები დანართებისა და მოთხოვნილი დოკუმენტების გარეშე ავტომატურად წაიშლება.

სტიპენდიანტს, კვლევისა და პრაქტიკის დასრულების შემდეგ გადაეცემა სერტიფიკატი და 600 ლარის ოდენობის ჰონორარი.


სარეკომენდაციო საკვლევი საკითხები:

GCSD სტიპენდიის მიღების მსურველ პირებს სთავაზობს შემდეგ საკვლევ თემებ:

- ცვლის თუ არა პანდემია რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს?
-
უსაფრთხოების დილემა გლობალურ პანდემიასთან გამკლავების პროცესში
- 2020
წელს ტერორიზმის ახალი ტენდენციები და დაკვირვებები

დამატებით, აპლიკანტი თავისუფალია წარმოადგინოს მისთვის საინტერესო და რელევანტური საკვლევი საკითხები.

შერჩევის პროცესის დასრულებისა და სამუშაოს დაწყების სავარაუდო დროა 1 ივნისი.

გისურვებთ წარმატებას!