ტენდერები

ტენდერი ბეჭვდითი მომსახურების გაწევაზე

 

ტენდერი ბეჭვდითი მომსახურეობის გაწევაზე 

პროექტის - “ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD), აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურების მისაღებად. 

 

პროექტის ფარგლებში ითარგმნა და ადაპტირდა Search for Common Ground-ისა და Hedayah-ს ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსი ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტების ბეჭვდა:

  • სახელმძღვანელო - Countering Violent Extremism (~200 გვერდი, 120 ეგემპლარი)
  • ტრენერის  სახელმძღვანელო - Facilitator’s Guide (~180 გვერდი, 3 ეგზემპლარი) 

პროდუქტის დასახელება

ტექნიკური მახასიათებლები

რაოდენობა

სახელმძღვანელო

ზომა - A4;

მასალა - ცარცი;

გვერდების რაოდენობა - 200;

ყდა - ცარცი 300 გრ. ცალმხრივი ლამინაცია + შერჩევითი ლაქი;

შიგთავსი - ცარცი 130გრ.;

აკინძვა - თერმული, შეკერილი;

ბეჭდვა - ციფრული, ორმხრივი, ფერადი;

120

ტრენერის სახელმძღვანელო

ზომა - A4;

მასალა - ცარცი;

გვერდების რაოდენობა - 180;

ყდა - ცარცი 300 გრ.;

შიგთავსი - ცარცი 115გრ.;

აკინძვა - თერმული, შეკერილი;

ბეჭდვა - ციფრული, ორმხრივი, ფერადი;

3

 

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

  • სერვისის ჯამური ღირებულება (გადასახადების ჩათვლით);
  • Სერვისის შესრულების სავარაუდო დრო;
  • პორთფოლიო;
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (კომპანიების შემთხვევაში); 

სატენდერო განაცხადი შეფასდება გამოცდილების, შემოთავაზებული ფასისა და შესრულების დროის მიხედვით. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება. დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე  gcsd@gcsd.org.ge არუგვიანეს 2020 წლის 4  სექტემბრისა.