საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდის პროგრამა

საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდის პროგრამა

პროექტი: ნდობის ამაღლება საზოგადოებასა და პოლიციას შორის

განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი

დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში

ხანგრძლივობა: 2 წელი

სამიზნე რეგიონი: თბილისი

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა (GCSD) დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას. პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და გაგრძელდება ორი წლის განმავლობაში.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაგეგმილია შემდეგი ძირითადი აქტივობების განხორციელება:

  • სიღრმისეული კვლევის ჩატარება თბილისის ყველა რაიონში სამიზნე ჯგუფების პოლიციისადმი განწყობებისა და დამოკიდებულების შესასწავლად. კვლევის შედეგად გამოვლენილი მიგნებების საფუძველზე შემუშავდება კომუნიკაციის სტრატეგია და შესაბამისი აქტივობათა გეგმა;
  • მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პირისპირ შეხვედრებისა და სოციალური კამპანიის განხორციელების გზით.