საქართველოს პოზიტიური სტრატეგიული ნარატივის გაძლიერება

საქართველოს პოზიტიური სტრატეგიული ნარატივის გაძლიერება

პროექტი „საქართველოს პოზიტიური სტრატეგიული ნარატივის გაძლიერება“

განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში

ხანგრძლივობა: 12 თვე

პროექტის მიზანია, შეიმუშაოს საქართველოს პოზიტიური ეროვნული ნარატივი და ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს ბრენდირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდები, ფოკუს-ჯგუფები და ინტერვიუები ჩატარდება საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდება საქართველოს პოზიტიური ეროვნული ნარატივი და მომზადდება ვიდეო რგოლი.