საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამა

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამა

პროგრამა:  საქართველოს მთავრობის სტარტეგიული კომუნიკაციის პროგრამა

განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი (GCSD)

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

ხანგრძლივობა: 20 თვე

პროგრამის ძირითადი მიზანია სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდება კვლევა, რომელიც შეისწავლის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის არსებულ სისტემას და შეიმუშავებს მიზნობრივ რეკომენდაციებს მისი გაუმჯობესებისათვის.

პროგრამა, ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე ტრენინგების ციკლის ჩატარებას და სასწავლო ვიზიტს საჯარო მოხელეებისათვის, რომლებიც მუშაობენ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე.