ნატო-ს კამპანია საქართველოს რეგიონებში

ნატო-ს კამპანია საქართველოს რეგიონებში

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში ცნობიერების ამაღლება ნატო-ს მიზნების, ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის, საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობის გასამყარებლად მიმდინარე რეფორმების და ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. სემინარები ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში: გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. სემინარებს დაესწრებიან ადგილობრივი ორგანიზაციების, მედიის და მუნიცილაპალიტეტების თანამშრომლები.
სემინარების ორგანიზებაში GCSD-სთან ერთად მონაწილეობს ”საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.”
სემინარებს ჩაატარებენ ნატო-სთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს წამყვანი ექსპერტები.