სტივ ლი

სტივ ლი

სტივ ლი

მრჩეველთა საბჭოს წევრი

GCSD-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემოუერთდა ბატონი სტივ ლი. მას აქვს საერთაშორისო მასშტაბით პარლამენტებსა და პარლამენტარებთან მუშაობის 30 წელზე მეტი გამოცდილება. ის იყო გაეროს განვითარების პროგრამის გლობალური საპარლამენტო პრაქტიკის შეხვედრებისა და ქსელის საკითხებში ექსპერტი მრჩეველი.

ათი წლის განმავლობაში ბატონი ლი მუშაობდა კანადის თემთა პალატაში სხვადასხვა თანამდებობაზე და მჭიდროდ თანამშრომლობდა საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტებთან. ასევე, 10 წელი მსახურობდა მთავრობაში, კერძოდ კი, საგარეო საქმეთა, ბუნებრივი რესურსებისა და ჯანდაცვის სამინისტროებში პოლიტიკის შემუშავების აღამასრულებელ დირექტორად.

აკადემიური მიმართულებით, მან საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი კომენიუსის უნივერსიტეტში (ბრატისლავა), სადაც ის დაჯილდოვდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის
მედლით განათლებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის.