ლევან დოლიძე

ლევან დოლიძე

ლევან დოლიძე

დირექტორი, გამგეობის წევრი

032 2 222 667
ამჟამად არის  საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორი. 2013 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრამდე, ნატო-ში  საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მსახურობდა, უფრო ადრე კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, სადაც ზედამხედველობას უწევდა  თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს; თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას; საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
ლევან დოლიძე „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“-ს ყოფილი დირექტორია. მისი პროფესიული კარიერა აგრეთვე უკავშირდება დემოკრატიისა და განვითარების სფეროში  სხვადასხვა პროექტების განხორციელებას.
2002 წლიდან 2006 წლამდე, მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; 2006-2008 წლებში, ასრულებდა  შვეიცარიაში საქართველოს კონსულის ფუნქციებს.
ლევან დოლიძემ  2002 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სპეციალიზაცია – საერთაშორისო სამართალი; მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია); ხოლო 2009 წელს,  გაიარა ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრისა და ჟენევის უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა (მიენიჭა საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების მაგისტრის წოდება).