ვაკანსიები

ვაკანსია ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება ორგანიზაციული განვითარება
  • ბოლო ვადა 15 სექტემბერი

შესავალი

ვაცხადებთ ვაკანსიას ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა

  • ორგანიზაციის პერსონალთან თანამშრომლობა, ფონდების მოძიების მიზნით, სხვადასხვა იდეებისა და პროექტების ინიცირებისთვის.
  • დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების მონიტორინგი და საპროექტო წინადადებების შემუშავებაში ჩართულობა.
  • ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პროაქტიული მუშაობა, ფონდების მოძიების მიმართულებით.
  • საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა ორგანიზაციებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროექტების წერისა და მართვის მიმართულებით;
  • არასამთავრობო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ფონდების მოძიების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

  • CV არაუმეტეს 2 გვერდისა;
  • მინიმუმ 2 რეკომენდატორი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge 15 სექტემბრამდე. გთხოვთ subject-ის ველში მიუთიეთ - Development Manager-სახელი/გვარი

საწყისი ანაზღაურება: 1,000 აშშ დოლარი (დარიცხული)