სიახლე

GCSD-სკონფერენცია ,,ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა”

2019 წლის 11 მაისს, ბათუმში, #GCSD-მ კონფერენცია გამართა თემაზე ,,ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა.” მომხსენებლებმა, მონაწილეების აქტიური ჩართულობით, იმსჯელეს ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის ფორმატებზე. მათ შავი ზღვის არეალის ეკონომიკური, თუ ენერგეტიკული შესაძლებლობები განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს ასოცირების შეთანხმების შედეგად მიღებულ სარგებელზე.

შეხვედრაზე ასევე, განხილული იყო საქართველოს მიერ, ევროკავშირის დახმარებით, მიღწეული პროგრესი დემოკრატიული, ღირებულებებზე დამყარებული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

აღსანიშანავია, რომ 11 მაისს, ასევე, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ ბათუმში ,,შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრი (BSCC)“ დაფუძნდა. BSCC-ს საქმიანობა ორიენტირებული იქნება შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობისთვის ახალი პლატფორმების შექმნაზე და ამ მიმართულებით კველვა-ანალიზზე.

კონფერენცია ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის მხარდაჭერით, Erasmus + და Jean Monnet–ს პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიების ამსახველი ფოტოები იხილეთ აქ.