ჩვენ შესახებ

ცენტრის შესახებ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) არის იუკერძოებელი და ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაცია. GCSD წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე ანალიტიკურ კვლევით ცენტრს საქართველოში. ჩვენი ღირებულებები ეფუძნება თანასწორობის, ადამიანის თავისუფლების, პატივისცემის, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპებს.

ჩვენი ძირითადი მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება; მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა. 

მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობა მოიცავს: კვლევას, კონსულტაციას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.