ნატო გაბარაშვილი
პროექტის ასისტენტი
ნატო გაბარაშვილი, GCSD-ის გუნდს, 2022 წლის აგვისტოდან, პროექტის ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდა. ნატომ 2022 წელს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული კურსდამთავრებულის სტატუსისთ დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა და სწავლა სრული სახელმწიფო დაფინანსებით განაგრძო ამავე უნივერსიტეტში, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. ნატო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტებში, აკადემიურ აქტივობებსა და სამეცნიერო კვლევებში, მისი სტატიები გამოქვეყნებულია უნივერსიტეტის აკადემიური გამოცემების მიერ. ამ დრომდე მას ჰქონია არასამთვრობო სექტორთან თანამშრომლობის მრავალფეროვანი გამოცდილება. მისი განსაკუთრებული პროფესიული ინტერესის სფეროა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკა და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები.