თამარ ხუნწარია
გამგეობის წევრი
თამარის პროფესიული კარიერა 20 წელზე მეტ გამოცდილებას ითვლის და მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მთავრობასთან და არასამთავრობო სექტორთან, ასევე აკადემიასთან თანამშრომლობის ფართო გამოცდილებას. ბოლო წლებში, თამარი საქართველოში ევროკავშირის EU4Georgia პროექტში საინფორმაციო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და წარმატებით განხორციელდა ევროკავშირის არაერთი საინფორმაციო კამპანია, ევროკავშირის პროექტებთან, პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მთავრობასთან და მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. გასულ წლებში, თამარი ასევე ხელმძღვანელობდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის საინფორმაციო სამსახურს, Erasmus+ პროგრამის ჟან მონეს პროექტს ასოციაციებისთვის, ასევე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC), სოციალურ მეცნიერებების ცენტრს (CSS) და სხვა. თამარს ასევე აქვს აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობის თხუთმეტ წელზე მეტი გამოცდილება. იგი ამჟამად არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. თამარი ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (ოქსფორდის უნივერსიტეტის პროგრამა), პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს დიდი ბრიტანეთის ედინბურგის უნივერსიტეტიდან და სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხს, აშშ-ის ბოულინგ გრინის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მას მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ჩივნინგის პროგრამის (Chevening), აშშ-ის მთავრობის ედმუნდ მასკის პროგრამის (Edmund S. Muskie), ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) და ევროკავშირის Erasmus+ ჟან მონეს პროგრამის აკადემიური ჯილდოები.