მარკ მაიკლ ბლუმი
მრჩეველთა საბჭოს წევრი
დოქტორი მარკ მაიკლ ბლუმი ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ექსპერტია. მას ამ მიმართულებით სამხედრო დარგში, აკადემიაში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 2012-2019 წლებში მუშაობდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW), სადაც 2017-2019 წლებში ორგანიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. OPCW-ში მუშაობის წლებში ის აქტიურად იყო ჩართული ცნობილი WMD ინციდენტებიდან ნიმუშების შეგროვებასა და ანალიზში. 2018 წელს კი, სოლსბერიში დოქტორი ბლუმი ხელმძღვანელობდა სკრიპალების მოწამვლის საქმეზე OPCW-ს მისიას.