ჯერი ოზბორნი
სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს ექსპერტი
2019 წლის დეკემბრიდან, ბატონი ჯერი ოზბორნი GCSD-ის მრჩეველთა საბჭოს წევრია. ბატონი ოზბორნი გახლავთ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს გამორჩეული ექსპერტი. მას დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა დროს ნამუშევარი აქვს მაღალ თანამდებობებზე როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2018 წლიდან ბატონი ჯერი არის მაკრისტალის გუნდის ლონდონის ოფისის დირექტორის მოადგილე და სპეციალური მრჩეველი სტრატეგიულ კომუნიკაციებში.