ედვარდ დენმარკი
საბჭოს წევრი
ჩვენ მრჩეველთა საბჭოს შემოუერთდა ბატონი ედვარდ დენმარკი. დენმარკი გახლავთ ჰარვარდის პოლიციის უფროსი აშშ-ს შტატ მასაჩუსეტსში. მისი პოლიციაში მუშაობის 29 წლიანი გამოცდილება მოიცავს ინსტრუქტორის, ტრენერის და სამართლებრივ საკითხებზე კონსულტანტის პოზიციებს, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე. გარდა საპოლიციო საქმიანობისა, ედვარდი კითხულობს ლექციებს სამართლიან და მიუკერძოებელ საპოლიციო მუშაობაზე, საპროცესო სამართალსა და დეესკალაციის ტექნიკებზე. ის არის ასოცირებული პროფესორი ფიჩბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლარკის უნივერსიტეტში, რომლებშიც ედვარდი უკითხავს ლექციებს მაგისტრის სტუდენტებს კრიმინალურ სამართალსა და საჯარო ადმინისტრირებაზე. ედვარდს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვაში, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციას და მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობას.