ტენდერები

საგრანტო კონკურსი




GCSD
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება.’’
პროგრამის მიზანია საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.

ამ მიზნით GCSD აცხადებს 100 000 ლარამდე საგრანტო კონკურსს. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები.


განაცხადის
შემოტანის ბოლო ვადაა31 მაისი, 2020 წელი (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად GCSD გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: პარასკევს, 15 მაისს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდგომ ელ-ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge.   

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: განაცხადების მოთხოვნის ფორმა # 20-001.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.