მედია კამპანია ეთნიკური უმცირესობებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით
პროექტი: მედია კამპანია ეთნიკური უმცირესობებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - GCSD
დონორი: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) ხანგრძლივობა: შვიდი თვე
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, “Rural SMEs Development Programme”-ის ფარგლებში, GCSD ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მედია-კამპანიის გზით.
პროექტის ფარგლებში, GCSD-ის გუნდი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ხელს უწყობს მედია-კამპანიის განხორციელებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.