მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გაუვრცელებლობა შავი ზღვის რეგიონში
პროექტი: მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გაუვრცელებლობა შავი ზღვის რეგიონში
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: CRDF Global
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი, CRDF Global-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, ,,მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გაუვრცელებლობა შავი ზღვის რეგიონში“,. პროექტის მიზანია კრიტიკული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის (ACWs) და მისი კომპონენტების უკანონო გავრცელების შესახებ. რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის, 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიან ომში გადაქცევამ, აუცილებელი გახადა შეზღუდულ ნივთებსა და ტრანზაქციებზე მჭიდრო მონიტორინგი და წვდომის შეზღუდვა.
სხვადასხვა სანქციების პაკეტებისა და შესაბამისი შეზღუდვების დაწესების მეშვეობით, მნიშვნელოვანია რუსი სუბიექტებისთვის, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებულელი პირებისა და ორგანიზაციებისთვის, მაღალტექნოლოგიური კომპონენტებზე წვდომის შეზღუდვა. აღნიშნულ მიზანს ემსახურება, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, კომპანიებისა და შესაბამისი პირების, თუ უწყებების სათანადო ინფორმირება მაღალტექნოლოგიური კომპონენტებთან დაკავშირებული საფრთხეებზე.
პროექტის აქტივობები მოიცავს ინსტიტუციურ ბრიფინგებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაზიარების მიზნით, და სატრენინგო სესიების გამართვას რელევანტური სექტორების წარმომადგენლებისთვის, რათა ეფექტიანად აარიდონ კომპანიებმა თავი სანქცირებულ სუბიექტებთან საქმის წარმოებას.