ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემია
პროექტი: ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემია
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება
ხანგრძლივობა: 2023 წლის ოქტომბერი - 2024 წლის იანვარი
პროექტს ,,ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემია” საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD) საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხ ქალაქში - ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში, უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის ჩატარდება ორ დღიანი ლექცია/სემინარები. პროექტის დასკვნით ეტაპზე, გამოვლენილი საუკეთესო სტუდენტებისთვის თბილისში მოეწყობა დამაგვირგვინებელი ორ დღიანი ღონისძიება - აკადემია. მონაწილეები შეხვდებიან სფეროს ექსპერტებს, მოისმენენ დამატებით ლექციებს ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე, და ჩაერთვებიან სიმულაციურ სავარჯიშოში. შედეგად, მათ ისინი გაიგებენ მეტს ნატოსა და არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ და განივითარებენ პრაქტიკულ უნარებს ლიდერობის, მოლაპარაკებების, კომუნიკაციისა და სხვა მიმართულებებით;
პროექტი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, და დასრულდება 2024 წლის იანვარში.