პროექტები

სანქციების მექანიზმებთან საქართველოს სექტორული მედეგობისა და შესაბამისობის გაძლიერება

Პროექტი: სანქციების მექანიზმებთან საქართველოს სექტორული მედეგობისა და შესაბამისობის გაძლიერება
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
დონორი: U.S. Department of State, Bureau of International Security and Nonproliferation, Office of Cooperative Threat Reduction (CTR)/ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, საფრთხის თანამშრომლობითი შემცირების სამსახური. 

 

Საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საფრთხის თანამშრომლობითი შემცირების სამსახურის მხარდაჭერით, 2024 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს “ სანქციების მექანიზმებთან საქართველოს სექტორული მედეგობისა და შესაბამისობის გაძლიერება”. 

პროექტი მიზნად ისახავს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით, საჯარო და კერძო აქტორების მედეგობის გაზრდას სამიზნე სექტორებში და სანქციების მექანიზმებთან  საქართველოს შესაბამისობის გაძლიერებას. Პროექტის სამიზნე სექტორებია: (1) ფინანსური და კაპიტალის ბაზრები, (2) ნავთობი და გაზი, (3) საზღვაო  და (4) ლოჯისტიკის სექტორები. 

Პროექტის აქტივობები მოიცავს, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებისა და საჭირო უნარების გამომუშავების მიზნით, ინტენსიურ ტრენინგებსა და ვორქშოფების ფორმატის შეხვედრებს სამიზნე სექტორების წარმომადგენლებთან, ისევე, როგორც სექტორული რისკებისა და მოწყვლადობის დოკუმენტის შემუშავებასა და სანქციების მექანიზმებისა და საქართველოში მათი მოქმედების შესახებ კვლევითი დოკუმენტის შექმნას.