18-20 ივლისს - ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს ახალგაზრდების მიღებას 3-დღიან სასწავლო კურსზე - "ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის".
აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის "უკეთ გავიცნოთ ნატო" ფარგლებში. კურსი მიზნად, ახალგაზრდებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს. კურსის ფარგლებში იგეგმება ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), ასევე, სიმულაციური სწავლება კრიზისების მართვის მიმართულებით.
კურსს, რომელიც 2022 წლის 18-20 ივლისისთვისაა ჩანიშნული, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი უმასპინძლებს.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2022 წლის 26 ივნისისა. გთხოვთ, შეტყობინების სათაურში მიუთითოთ "ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის" და თქვენი სახელი და გვარი.
პროექტს "უკეთ გავიცნოთ ნატო" #GCSD, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.