სიახლე

აბუბაქრ ალ ბაღდადი მოკლულია

 2019 წლის 27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის (ისლამური სახელმწიფო) ლიდერი, აბუბაქრ ალ ბაღდადი მოკლულია. წლების მანძილზე ალ-ბაღდადი მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტად მიიჩნეოდა.

✔️ოპერაციისთვის მზადება ხუთი თვის წინ დაიყო თუმცა იგი სამჯერ გაუქმდა;
✔️ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფები, მათ შორის დელტას შენაერთი;
✔️ოპერაციის მსვლელობისას ალ ბაღდადიმ სამ შვილთან ერთად გაქცევა სცადა, თუმცა გვირაბი დახურული აღმოჩნდა. მან თავი აიფეთქა და სამივე შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

⚫️ გარდაცვალების მომენტში ალ-ბაღდადი 48 წლის იყო. მისი რადიკალიზაციის პროცესი 2003 წელს ერაყის ომის დროს დაიწყო და გაღრმავდა ბუკას ციხეში სასჯელის მოხდისას. მიუხედავად იმისა, რომ მას დაეში არ დაუარსებია, მის სახელს უკავშირდება ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებები ფრონტზე და სახალიფოს გამოცხადება. 2014 წელს ალ-ბაღდადიმ შეძლო ის, რაც აქამდე ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის არც ერთ ლიდერს გამოსვლია - 29 ივნისს მან დაარსებულად გამოაცხადა ისლამური სახალიფო და თავი მის ერთპიროვნულ ხალიფად გამოაცხადა. მისი მმართველობის ხანაში დაეში გახდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია.

ვრცლად ამ თემის, მოსალოდნელი შედეგებისა და სამომავლო ქმედებების შესახებ იხილეთ ბმულზე გადასვლით: