სიახლე

ახალგაზრდების დასაქმების შესახებ პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრიმა (GCSD) მონაწილეობა მიიღო პროექტის - ახალგაზრდების დასაქმება - სამოქალაქო საზოგადოების გავლენა უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში დასკვნით პრეზენტაციაში.

პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მხარდაჭერით, 2020 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

პროექტის მიზანს,  ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით საჯარო პოლიტიკის კვლევა და დარგის ექსპერტების ჩართულობით, ხელისუფლებისთვის, შესაბამისი მიზნობრივი რეკომენდაციების შემუშავება.

პრეზენტაციაზე კვლევის შედეგები წარადგინა გოგიტა ღვედაშვილმა, GCSD – ის ევროკავშირის და სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამების დირექტორმა და დავით ჯინჯიხაძემ, პროექტის ოფიცერმა.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილად.

მიმაგრებული ფაილები