სიახლე

ახალგაზრდობა უსაფრთხოებისთვის

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა (GCSD) გააფორმა ხელშეკრულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) ერთად, რომელიც ითვალისწინებს პროექტ “ახალგაზრდობა უსაფრთხოებისთვის” განხორციელებას.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტების შესახებ კახეთში მცხოვრები ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება. GCSD ამ თემაზე არაერთ ტრენინგს გამართავს კახეთში მცხოვრების სტუდენტებისთვის. ცენტრი ასევე უზრუნველყოფს ტრენინგების პროცესში გამოკვეთილი აქტიური სტუდენტების ჩამოყვანას თბილისში და შესაბამისი სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას საქართველოს შესაბამის უწყებებში. ამასთან პროექტის ფარგლებში გაიცემა მცირე გრანტები, კახეთში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობისთვის.