სიახლე

ახალი პროექტი - „მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობების პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა - GCSD ახალი პროექტი - მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობების პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებადაიწყო. პროექტი ხორციელდება აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი საფრთხის შემცირების ოფისის (CTR) მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას მასობრივი განადგურების იარაღის მიზანმიმართული გამოყენების გამოვლენისა და მასზე რეაგირებისთვის. ამისათვის, GCSD იმუშავებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის საშუალებით, იმგვარი შედეგების შესაქმნელად, რომლებიც მდგრადი სარგებლის მომტანი იქნება შესაბმისი სახელმწიფო უწყებებისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ GCSD-, 21 დეკემბერს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან.