სიახლე

CRC - ახალი პლატფორმა GCSD-ის ბაზაზე

მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ კიბერმედეგობის ცენტრი (CRC), რომელიც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ბაზაზე შეიქმნა. ცენტრი საკუთარ მისიად საზოგადოებაში კიბერუსაფრთხოების მიმართ მედეგობის გაძლიერებას მოიაზრებს, თემატური საგანმანათლებლო რესურსების შექმნის, ინტერდისციპლინური ცოდნის დაგროვებისა და გაზიარების გზით. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მისი მომიჯნავე თემების შესახებ სპეციალიზებული კვლევითი და საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

ცენტრი არის ინკლუზიური, რომელიც ითვალისწინებს კიბერსაფრთხეების მიმართ მოწყვლადი საზოგადოების ჯგუფების განსაზღვრას და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებთან,  სამოქალაქო საზოგადოებასთან,  გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, მედიასთან, საკონსულტაციო სააგენტოებთან და ხსენებული დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობას. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ და ვეხმარებით სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ ჯგუფებს ისწავლონ, იკვლიონ და თავად ჩაერთონ კიბერმედეგობის მხარდაჭერის პროცესში.