სიახლე

დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგამაზე მიღება დაიწყო

ტერორიზმის კვლევითმა ცენტრმა (TRC)დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგამაზე განაცხადების მიღება დაიწყოდავით ჭოჭუას სახელობის  სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს შესაძლებლობას ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, რომლებიც ტერორიზმისა და მისი მომიჯნავე თემებით არიან დაინტერესებული.

სასტიპენტიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ მივესალმებით განაცხადებს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისგან. ასევე, ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიას ცენტრი, წელიწადში ორჯერ, თებერვალსა და სექტემბერში გასცემს.

სასტიპენდიო პროგრამის შექმნით, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრისა (GCSD) და ტერორიზმის კვლევითი ცენტრის (TRC) მიზანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა მკვლევარებსა და სტუდენტებს, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.

დავით ჭოჭუამ საქართველოში ტერორიზმის კვლევას მნიშნველოვნად შეუწყო ხელი. მისმა წვლილმა, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში შესაძლებელი გახადა საქართველოში ტერორიზმის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვან საფეხურზე გადასულიყო.