სიახლე

დისკუსია რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებით

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრმა (GCSD) ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების თემაზე, დისკუსია გამართა.

დისკუსიაში მონაწილეობა სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს ექსპერტებმა მიიღეს.

ღონისძიებაზე, სპეციალური მოხსნებით წარდგა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი – ელენა პოკალოვა.

პროექტის ორგანიზატორების თქმით თემა აქტუალურია საქართველოსთვის იმდენად, რამდენადაც 2014 წლის შემდეგ 100-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების აქტივობაში. დისკუსიის მხარდამჭერია ”ფონდი ღია საზოგადოება საქართველო”.

წყარო: ლინკი